ვინ ვართ სინამდვილეში

პირადი პოსტების წერას არ ვარ მიჩვეული. უმეტესად ლიტერატურასა და ზოგად თემებზე ვწერ, მაგრამ აქა–იქ ჩემ ნააზრევებსაც გავურევ ხოლმე. ალბათ ადამიანებს, ვინც ჩემ ბლოგს კითხულობენ გარკვეული წარმოდგენა ექნებათ ჩემზე. ვეცდები გამოვიცნო… გგონივართ მეტნაკლებად ჭკვიანი, წერაზე შეყვარებული, თბილი, გაწონასწორებული და ა.შ  ხოლო ვინც უფრო ახლოდან მიცნობთ გეცოდინებათ რომ ძალიან ბევრნაირი ვარ. როგორ ბევრნაირი? როგორ და ესე.

შემიძლია ვიყო ისეთი სერიოზული და თავდაჭერილი, რომ ვერავინ გაბედოს ახლოს მოსვლა. ასეთ დროს ვაკრიტიკებ ხშირად, ვლაპარკოაბ ცოტას, ვარ ძალიან მომთხოვნი და კატეგორიული. უაღრესად მკაცრი, ნამდვილი “თხის რქა”. ასეთი პერიოდები ზამთარში მაქვს ხოლმე… შემოქმედებითად არ ვიწვი, და ვცდილობ ჩემი თავი სხვა რაღაცეებში დავხარჯო.

არსებობს მეორენაირი “მარიტაც”, რომელიც უფრო მეგობრულია ვიდრე პირველი. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე დაკვირვება. სიამოვნებით იძლევა რჩევებს, ბევრს იღიმის, აწუხებს ათასნაირი იდეები. მოსწონს მრავალფეროვნება, ყველაფერს დადებითად ეკიდება. ეძებს საკუთარ თავსა და ბედნიერებას.

მე პირადად მეორე უფრო მომწონს. მაგრამ რადგან ორივე მე ვარ, მაინც იდეალური ვარიანტი მათი სინთეზია. მარიტა, რომელმაც იცის მხიარულებისა და სერიოზულობის ფასი. სწავლობს საკმარისად და აქტიური ცხოვრების ფონზე ყველაფერს ასწრებს. წერს, მოგზაურობს, უყვარს და მტკიცე ნებისყოფის წყალობით ადვილად ან ძნელად, მაგრამ მაინც აღწევს მიზანს.

ძნელია თქვა “როგორი ხარ სინამდვილეში”, რადგან ადამიანები ამას საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელთ ხშირად და სხვებს ხომ მითუმეტეს… ბოლო დროს, როცა ცხოვრებას უფრო მეტად ვაკვირდები და ვცდილობ ყველაფერში დავინახო “აზრი” ერთ რამეს მივხვდი. არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელსაც რამდენიმე თვისების ჩამოთვლით აღწერ. ყველა ადამაიანი თავისებურად საინტერესოა, ცალკე წიგნია და ისტორიაა. ყველა ადამიანში არის ერთგულებაცა და ღალატიც, სიამაყეცა და თავმდაბლობაც. მთავარია რომელს მივცემთ გამოვლენის საშუალებას.

ამის წინათ, ერთ ძალიან ჭკვიან ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. მან თქვა, რომ ყველაფერს რასაც ვფიქრობთ ჩვენში არ არის. ის იმ უხილავ იდეათა ველშია მოქცეული, რომელიც ჩვენ გარშემოა. ეს იდეები ჩვენში შემოდიან და მალე გვტოვებენ ან სამუდამოდ იდებენ ბინას. თუ შეცდომა დავუშვით და ცუდი შემოიჭრა ჩვენში, ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება რომელიც სავარაუდოდ სიკეთისკენაა მიმართული, ხვალ აუცილებლად დათრგუნავს ბოროტს. აქედან დასკვნა, რომ ადამიანები არც ბოლომდე კეთილები ვართ და არც მთლად ბოროტები. მთავარია, იმ მრავალმხრივ სამყაროთაგან, რომლებიც ჩვენშია მოქცეული საუკეთესო გამოვიტანოთ გარეთ და ამ გზით მივაღწიოთ “ადამიანურობას”.

პრინციპი “არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის”, უმეტესად მართლდება. ხშირად ისეთი “კეთილი” ადამიანი სჩადის რაიმეს, რისი წარმოდგენაც არ შეგვძელო და პირიქით. ეს ცხოვრებისეული გაკვეთილები გვასწავლიან რომ უნდა მოვეშვათ იმის გაგებას “თუ როგორია სინამდვილეში ეს ადამიანი”, რადგან ამას ბოლომდე ვერასოდეს გავიგებთ.  ჩემი აზრით სწორედ ეს იდუმალება ხდის მას საინტერესოს, ეს არის “ადამიანობაც” და არა ის, რასაც პრიმიტიულ აზროვნებას, პროტესტის არქონას და უშეცდომოდ ცხოვრებას უწოდებენ ხოლმე..

აქვე  მინდა პოსტის იდეას დავუბრუნდე, რომელიც თეგ თამაშში მდებარეობდა და რომელსაც ძალიან ავცდი. მაგრამ რადგან ამ კუთხით წავედი, ამ განწყობითვე განვაგრძობ და ჩემი მრავალმხრივი სამყაროდან მაგალითებს მოგიყვანთ, რომელიც არ იცოდით და მე მეხება:

  • ძალიან დიდი ფასი ჩემ ცხოვრებაში დროს უჭირავს.
  • მიყვარს დილით გაღვიძება, რადგან მგონია რომ ბევრ რამეს მოვასწრებ.
  • მაღიზიანებს ნელი, წყნარი, ჩუმი ადამიანები
  • მაქვს უცხო სიტყვების ლექსიკონი რომელსაც ყოველდღე ვიმეორებ
  • ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ფიზიკას ვისწავლიდი
  • არასოდეს ვყოფილვარ მარხვაზე, მაგრამ ვთვლი რომ საკმაოდ მორწმუნე ვარ
  • თან თამამი ვარ, თან არა
  • განვიცდი,რომ თმა შევიჭერი
  • გუშინ ჩემმა პრინციპულობამ პიკს მიაღწია (სასწავლო პროცესის დროს)
  • მინდა ვიყო უფრო ოპტიმისტი
  • მომბეზრდა ერთი და იგივე სიმღერები
  • ძალიან მეშინია სიბნელის, მეტი რომ არ შეიძლება
  • ფანქრით წერა მომწონს
  • სააბაზანოში ხშირად ვმღერი
  • ვაღიარებ რომ კამათისასა მოწინააღმდეგეს არ ვაცდი ლაპარაკს
  • მინდა უკეთესი ვიყო : ))

პს.

თუ რომელიმე პუნქტი დაემთხვა აუცილებლად გამაგებინეთ : ))

21 thoughts on “ვინ ვართ სინამდვილეში

  1. ძალიან გამიკვირდა მაგრამ თითქმის ყველაფერი დაემთხვა. განსაკუთრებით ეს:
    ვაღიარებ რომ კამათისასა მოწინააღმდეგეს არ ვაცდი ლაპარაკს,

    ალბათ იმიტომ, რომ მე მისი არგუმენტის მოსმენის დროს ვრწმუნდები საკუთარი ნააზრევის სიზუსტეზე და მაინცდამაინც მაშინ მაფიქრდება ჩემი აზრის დამამტკიცებელი არგუმენტები 😀

    Like

    1. ხო მეც მასე ვარ 🙂 თითქოს სადღაც მეჩქარებაო, ისე ვაწყვეტინებ ხოლმე, რომ მალე მოვასწრო გაჩუმება და ჩემი არგუმენტები ვუტხრა :)) არადა იგივეს სხვა რომ აკეთებს, ძალიან ვბრაზდები.

      Like

  2. რა კარგი პოსტი დაგიწერია მარიტა ❤ როგორც ყოველთვის.. ) ძალიან საინტერესო!.. მეც ხშირად ვნანობ ხოლმე რაღაცებს და თამამაიც ვერ ვარ ხოლმე,მაგრამ არ ვთვლი ამავე დროს რომ ეს ცუდია.. )

    Like

    1. რა თქმა უნდა, სითამამე კარგია, ნორმლის ფარგლებში 🙂

      Like

  3. yvela adamiani asetia chven yvelani sxvadaxva grdznbebis gancdebis da emociebis gavlenas ganvicdit amitom sheudzlebelia yoveltvis iyo ketili an boroti
    emociebi grdznobebi azrebi gancdebi da codna gvaqceven chven araertsaxovan adamianebad

    Like

  4. kamatisas arc me vacdidi mowinaagmdeges..sibnelis mec meshinia.
    p.s.postis shesaxeb minda vtqva rom adamianebi sanam siketisa da borotis gawonasworebas ar shedleben manamde yoveltvis aseti araadekvaturebi iqnbian da shens mier naxsenebi erti chkviani adamianis mier natqvami fraza simartlis msgavsi iqneba.

    Like

    1. მართალი ხარ, ალბათ განსაკუთრებული ბიძგებია საჭირო რომ ადამიანის ცნობიერებაში მსგავსი ცვლილება მოხდეს : ) ჯერჯერობით კი ეს არ მოხდება.

      Like

  5. ჰმ! პოსტი მომეწონა განსაკუტრებით ეს: ნამდვილი “თხის რქა”. ერთადერთი რაც ჩამონათვალიდან დაემთხვაა ასე არის: მაღიზიანებს ნელი, წყნარი, ჩუმი ადამიანები. არადა მეგონა თხის რქასთან უფრო ბევრი საერთო მ

    Like

    1. საინტერესოა… შეიძლება რეალურად უფრო მეტი საერთო გვქონდეს : )

      Like

  6. ჰმ! პოსტი მომეწონა განსაკუტრებით ეს: ნამდვილი “თხის რქა”. ერთადერთი რაც ჩამონათვალიდან დაემთხვაა ასე არის: მაღიზიანებს ნელი, წყნარი, ჩუმი ადამიანები.

    Like

  7. დაემთხვა პირველი პუნქტი. ასევე : “განვიცდი,რომ თმა შევიჭერი” და ფანქრით წერაზე.

    რაც შეეხება პოსტს ძალიან ძალიან მომეწონა.
    ჭკვიანი ადამიანი ხარ.
    ეგ სიტყვა სიტყვით თუ შენი ნააზრევია მაშინ გენიოსი ხარ ^^

    Like

    1. მადლობ ასეთი შეფასებისთვის : ) გენიოსობაზე რა გითხრა, მაგრამ ამ თემაზე ხშირად მიფიქრია, ამიტომაც გამომივიდა ასეთი სახის პოსტი. გამიხარდა რომ ბევრი რამ დაემთხვა 🙂

      Like

  8. “მაღიზიანებს ნელი, წყნარი, ჩუმი ადამიანები” – ლოლ ასეთები მეც ხშირად მაღიზიანებენ, მაგრამ ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ არ ღირს.
    თხის რქა რომ ყოფილხარ, ეს ყველაზე მაგარია 🙂

    Like

    1. ხო მართლა არ ღირს, ჩემთვისვე იქნებოდა უკეთესი რაც ნაკლებად ავიშლი ნერვებს, მაგრამ რა ვქნა ! 🙂 რაც შეეხება თხის რქას გეთანხმები, მაგრამ ყოველთვის არ არის ხოლმე კარგი… მაგ.უარყოფითი ემოციებისკენ მიდრეკილება და ზედმეტი სიმკაცრე. კიდევ კარგი ეს ბოლო დრო გამოვსწორდი და ზოგჯერ ოპტიმისტიც ვარ ხოლმე (ნორმის ფარგლებში რა თქმა უნდა)

      Like

  9. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოდ და კარგად წერ..მიყვარს შენი პოსტების კითხვა…<3
    დამაინტერესა იმ ჭკვიანმა ადამიანმა..საინტერესო ნააზრევია…

    ,,თუ შეცდომა დავუშვით და ცუდი შემოიჭრა ჩვენში, ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება რომელიც სავარაუდოდ სიკეთისკენაა მიმართული, ხვალ აუცილებლად დათრგუნავს ბოროტს……….მთავარია, იმ მრავალმხრივ სამყაროთაგან, რომლებიც ჩვენშია მოქცეული საუკეთესო გამოვიტანოთ გარეთ და ამ გზით მივაღწიოთ “ადამიანურობას”.

    რაც შეეხება პუნქტებს:) დილით გაღვიძება მეც იმის გამო მიყვარს ასე მგონია ბევრ რამეს მოვასწრებ:) ნელი ადამიანები არა,მაგრამ მაღიზიანებს როცა ლექტორი ნელა ლაპარაკობს…და კიიდევ 🙂 მეც მინდა უკეთესი ვიყო…. :))

    p.s.ძალიან,ძალიან მომეწონა პირველი ფოტო ….

    Like

    1. ძალიან დიდი მადლობა, რომ არ დაიზარე და კომენტარის სახით შენი ნააზრევი გადმოეცი ❤ აუცილებალდ ვეცდები კიდევ უფრო კარგი პოსტები შემოგთავაზოთ. ის ჭკვიანი ადამიანი ჩემი ლექტორია ასევთქვათ, ელდინო საღარაძე თუ გაგიგია და მან გვითხრა ეს სიტყვები. მიხარია რომ მკითხველებიდან ბევრთანა ღმომაჩნდა საერთო.

      Like

  10. თითქმის ყველაფერი დაემთხვა…..
    მეც :
    ★ მიყვარს დილით გაღვიძება, რადგან მგონია რომ ბევრ რამეს მოვასწრებ.
    ★ მაღიზიანებს ნელი, წყნარი, ჩუმი ადამიანები (რადგან თავად ძალიან ემოციური და ხმაურიანი ვარ….)
    ★ არასოდეს ვყოფილვარ მარხვაზე……………………
    ★ თან თამამი ვარ, თან არა
    ★ მინდა ვიყო უფრო ოპტიმისტი
    ★ მომბეზრდა ერთი და იგივე სიმღერები
    ★ ძალიან მეშინია სიბნელის, მეტი რომ არ შეიძლება
    ★ვაღიარებ რომ კამათისასა მოწინააღმდეგეს არ ვაცდი ლაპარაკს
    ★ მინდა უკეთესი ვიყო : ))

    Like

  11. 1)ვაღიარებ რომ კამათისასა მოწინააღმდეგეს არ ვაცდი ლაპარაკს
    2)მიყვარს დილით გაღვიძება, რადგან მგონია რომ ბევრ რამეს მოვასწრებ
    3)მინდა ვიყო უფრო ოპტიმისტი
    4)მომბეზრდა ერთი და იგივე სიმღერები
    5)მინდა უკეთესი ვიყო : ))
    <ესენი დაემთხვა ^^

    Like

  12. როგორც წინა პოსტიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა გეწერა ხშირად ვლაპარაკობო, ეს წინადადება რომ წავიკითხე ჩამეცინა და ჩემი თავი გამახსენდა, მიყვარს ლაპარაკი, ნეტავ ლაპარაკი, რომ არ ვიცოდე რაღა აზრი ექნებოდა ჩემს სიცოცხლეს 😀 ახლა რაც შეეხება ამ პოსტს
    მაღიზიანებს ნელი, წყნარი, ჩუმი ადამიანები
    ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ფიზიკას ვისწავლიდი
    თან თამამი ვარ, თან არა
    განვიცდი,რომ თმა შევიჭერი
    მომბეზრდა ერთი და იგივე სიმღერები
    ძალიან მეშინია სიბნელის, მეტი რომ არ შეიძლება
    სააბაზანოში ხშირად ვმღერი
    ვაღიარებ რომ კამათისასა მოწინააღმდეგეს არ ვაცდი ლაპარაკს
    მინდა უკეთესი ვიყო : ))
    ესენი, რომ წავიკითხე, ერთი ისიც ვიფიქრე მე ხომ არ მახასიათებსთქო 😀 ძალიან მომწონს შენი ბლოგი და მინდა გიცნობდე, უკვე ვხვდები როგორი კარგი ხარ. ყველაზე მეტად რაც გულზე მომხვდა იყო ის, რომ შენც თვლი, რომ შეგიძლია იყო სერიოზულიც, მხიარულიც და მეგობრულიც.მეც ხშრად ვგრძნობ ხოლმე ამას.

    Like

Leave a comment