მარკ ტვენის სახლი

“To us our house was not unsentient matter–it had a heart and a soul and eyes to see us with, and approvals and solicitudes and deep sympathies; it was of us, and we were in its confidence, and lived in its grace and in the peace of its benediction. We never came home from an absence that its face did not light up and speak out its eloquent welcome … and we could not enter it unmoved.”  – Marc Twain

– ტომ!
პასუხი არ არის.
– ტომ!
პასუხი არ არის.
– რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

ასე იწყება ბავშვების ერთ–ერთი საყვარელი ნაწარმოები, “ტომ სოიერის თავგადასავალი”. ეს ერთადერთი მოთხრობაა, რომლის დასაწყისი ზეპირად დამამახსოვრდა დღემდე , არვიცი რატომ.

ამ თავგადასავლებით სავსე ნაწარმოების ავტორი – სამუელ კლემენსია. ჩვენთვის ცნობილი, როგორც მარკ ტვენი და ძალიან კარგი იუმორის მქონე მწერალი.

ალბათ დამწყები მწერლებისა და უბრალოდ ლიტერატურის მოყვარული ადამიანებისთვის შთაგონების წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ მისი სახლი, რომელიც ჩვეულებრივ სახლს არ ჰგავს და მასში მართლა არის რაღაც ჯადოსნური.  სახლი მდებარეობს ჰარტფორდში, ჩრდილოეთ ამერიკაში და აშენებულია ნიუ–იორკელი არქიტექტორის Edward Tuckerman Potter პროექტის მიხედვით, გოთიკურ სტილში.

ტვეინების ოჯახი ჯადოსნურ სახლში ცხოვრობდა 1874 წლიდან 1891 წლამდე, სანამ მათ ეკონომიური მდგომარეობისა და პრობლემების გამო არ მოუწიათ მისსურის შტატში გადასვლა 1874 წელს. სახლი არის სამსართულიანი და შედგება 19 ოთახისგან, რომელთაგანაც ერთ–ერთი – მწერლის სამუშაო ოთახი, მესამე სართულზე მდებარეობდა.

თუმცა ჩემთვის ამ ინფორმაციაზე საინტერესო, სახლის ფოტოები აღმოჩნდა. მართლაც, შეუძლებელია ესტუმრო ამ მუზეიმს და არ იგრძნო ახალი ემოციები, მოტივაცია, მუზა… მოკლედ ყველაფერი, რაც მე ძალიან მაკლია.

სახლი შიგნიდან

ჩემ ოცნებას, რომ ტურისტი და მოგზაურობისას გადამხდარი თავგადასავლების მონაწილე გავხდე, დაემატა ახალი პუნქტი – მოვინახულო მარკ ტვენის სახლ–მუზეუმი და ერთი საათით ვიცხოვრო იმ ოთახებში და კედლებს შუა, სადაც ეს ძალიან საყვარელი კაცი ცხოვრობდა : )

8 thoughts on “მარკ ტვენის სახლი

  1. ძალიან ამგარი სახლია ❤
    აუ როგორ მომწონს,მეც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ.

    Like

  2. რა ლამაზია.. დიდისიამოვნებით ვიცხოვრებდიამ სალხში… არა რა, დადებულ სურათებზე ცვაფრენ ❤

    Like

  3. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ სახლში 🙂 იდეალური გარემოა დასასვენებლად და ბევრი საინტერესო წიგნის წასაკითხად.

    Like

Leave a comment