რა არის დაცვის მექანიზმი?

პირველ რიგში, შევთანხმდეთ იმაზე რომ ფსიქოლოგიის მოყვარულის დონეზე ცოდნის გამო, შესაფერისი ტერმინოგლოგიის ნაცვლად, შეიძლება ჩემი სიტყვები გამოვიყენო. ანუ იქამდე, სანამ დავიხვეწები და მაღალ საფეხურებზე ავალ, დილეტანტი მაგრამ მონდომებული მარიტას ატანა მოგიწევთ.

ადამიანის ჰემისფეროები სამ ძირიღად ნაწილად იყოფა. ესენია : სუპერ-ეგო ანუ ის რაც მოიცავს მორალს, პრინციპებს და ცნებას ”უნდა” და ”საჭიროა”; ეგო, ანუ მე და რეალობა; ინსტიქტები – სიამოვნების სურვილი, პასუხობს ”მინდა”-ს ირგვლივ.

მაშინ, როდესაც ეს სამი ვერ ეწყობა ერთმანეთს, ითრგუნება რეალობის აღმქმელი მთავარი მე ანუ ეგო. მაგ. გოგონას უნდა ბიჭთან სექსუალური ურთიერთობის ქონა (ინსტიქტების საფუძველზე), მაგრამ მენტალიტეტი (სუპერ-ეგოს ანუ მორალის საფუძველზე) არ აძლევს საშუალებას. ამ დროს გოგონას ფსიქიკა არასასურვლე მდგომარეობაშია და საბოლოოდ დაჩაგრული გამოდის ეგო.

დათრგუნვა, შეიძლება მოხდეს სხვადასხვანაირად. მე დამემართოს დეპრესია, შენ არა. მე განვიცადო ყველაფერი, შენ დაიკიდო. მე დავკარგო რეალობის აღქმის უნარი, შენ არა. და ა.შ

მთავარი ისაა, რომ ადამიანის ფსიქიკა, ასეთ რთულ პერიოდებში, გამოიმუშავებს დაცვის მექანიზმებს.

დაცვის მექანიზმი (ვითომ ”მე”) არეგულირებს კონფლიქტს ინსტიქტებსა და მორალს შორის, რომ დაიფაროს ეგო ზეწოლისაგან. თუ კონფლიქტი ვერ რეგულირდება ადამიანებს ემართებათ ნევროზი, პიროვნული აშლილობა და ა.შ

დაცვის მექანიზმები ყალიბდება 6 წლამდე და 11-12 წლამდე (აღზრდისას). არსებობს მისი სამი კატეგორია : 1. აღქმის პრობლემა (როცა ადამიანი რეალობას კარგავს და ამახინჯებს ფაქტებს)     2.აზრის შეცვლა   3. ქცევა

იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ როგორი დაცვის მექანიზმები არსებობს, ვეცდები ცხოვრებისეული მაგალითების საშუალებით განვიხილო თითოეული მათგანი.

1. განდევნა ( როდესაც რაიმე მოვლენას ადებ ტაბუს და ამითი უარყოფ მას მთლიანად)

2. რეგრესია (უკან სვლა, როდესაც ცნობიერებით ”პატარავდები”, რადგან გჯერა, რომ ”ვინც პატარაა ეპატიება”)

3. პროექცია ( ვერ იტან ვინმეს, და იმის მაგივრად რომ ეს აღიარო, ამბობ რომ ის ვერ გიტანს)

4. რეაქტიული წინააღმდეგობის ფორმირება (ვინც შენზე ”მაღლა დგას” და იდეალური გგონია, ამბობ რომ გეზიზღება, რადგან მის უპირატესობებს კარგად ხვდები)

5. რაციონალიზაცია ( როდესაც თავის გამართლების ხერხებს მიმართავ)

6. ჩანაცვლება (ერთი საქმის უუნარობის ფონზე, მთელ ენერგიას ახარჯავ მეორეს. ანუ მე თუ არ გამომდის რაღაცა, თავს ვიცავ იმით, რომ მეორე გავაკეთო 2ჯერ უფრო კარგად და ხარისხიანად)

7. სუბლიმაცია – ერთადერთი პოზიზიტიური (როდესაც ნებისმიერ უკან სვლასა თუ ნაბიჯს უყურებ და აფასებ პოზიტიური მხრიდან)

მე პირადად ვიყენებ რაციონალიზას, ჩანაცვლებას და ძალიან იშვიათად სუბლიმაციას. თქვენ?

13 thoughts on “რა არის დაცვის მექანიზმი?

  1. რაციონალიზაციას ალბათ ყველაზე ხშირად)
    საინტერესო პოსტი იყო 🙂

    Like

  2. მე პირადად განდევნას მივმართავ ხოლმე…და რაციონალიზაციას.

    Like

  3. ძალიან მინდა ფსიქოლოგიის ლექციებს დავესწრო.სად დადიხარ ტერიტორიულად? : ))))

    Like

    1. მე დავდივარ ორატორულ აკადემიაში, რომელიც წელს გაიხსნა. და იქ ვსწავლობთ რამდენიმე საგანს მათ შორის ფსიქოლოგიას, რომელსაც ნანა ჩაჩუა გვიტარებს. ისე ხუთშაბათობით გვაქვს ხოლმე, ვაკეში.

      Like

  4. ეე უმაგრესი თემაა. ამას რეკლამის ფსიქოლოგიაში ვსწავლობდი…. დაცვის მექანიზმები…. ზუსტადაც ამ ტერმინებით…. :))))))))))) ^_^ ძალიან საინტეერსო თემაა.. საღოლ )

    Like

  5. ჩანაცვლება და სუბლიმაცია თითქმის ყოველთვის ))
    ძალიან საინტერესო თემა იყო!..
    და ძალიან იშვიათად მაგრამ იყო შემთხვევა როცა მიმიმართავს განდევნისთვის. )

    Like

  6. განდევნა, ჩანაცვლება, ხანდახან პროექციაც :პ

    პ.ს. ძალიან საიტნერესო პოსტი იყო ❤

    Like

Leave a reply to ილარია Cancel reply