პროექტი 365

ადამიანები ხშირად არიან ცუდ ხასიათზე, როცა დაბადების დღე აქვთ. მართალია ჩემ მაგივრად, ჩემ ბლოგს მოემატა ერთი წელი, მაგრამ ორივე მახარებს.  ფაქტია რომ არის რაღაც, რაც უნდა ავღნიშნო და რის გამოც ღირს ახალი პოსტის დაწერა.

რატომ შევქმენი ბლოგი ? რადგან მიყვარს წერა, ძალიან. მიყვარს აზრების გაცვლა, უცხო და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. საკუთარი ადგილი, რომელსაც მოვუვლი, ფოტოებით გავავსებ და მოწყენის დროს და არამარტო დავუმეგობრდები.

ერთი წელი გავიდა, რაც თითქმის ყოველ დღე, ვკრიფავ გრძელ მისამართს. ვნახულობ რამდენმა ადამიანმა შემოიჭყიტა ჩემს ფარგლებში, რამდენმა დაათვალიერა ახალი გვერდები, რამდენმა დამიტოვა კომენტარი და რამდენმა მომძებნა Google ში უწყინარი ფრაზებით.

ხშირად ვფიქრობ, რა მომიტანა ბლოგმა კარგი და ცუდი? ცუდზე რომ ვილაპარაკო მალე მოვრჩები, მე კი არ მიყვარს ცოტა ლაპარაკი. ეს არის ადგილი სადაც გავატარე ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები (ზუსტად შარშან ამ დროს), ადგილი სადაც ვწერდი გჭირვების დროს, ადგილი სადაც მივხვდი რომ ყველაზე მეტად ვჭირდებოდი საკუთარ თავს დახმარებისთვის.

ეს არის ადგილი, რომელიც ინახავს საყვარელ სურათებს, ძველ და ეხლა უკვე სასაცილო აზრებს, მომენტებს რომელიც შეიძლება დამავიწყდეს.  ადგილი, რომელმაც დამანახა ჩემი თავი სხვა კუთხით, მასწავლა ჩემი აზრის უკეთ გამოთქმა და მკითხველებთან ურთიერთობა, მაიძულა მელაპარაკა ჩემ თავზე და მეღიარებინა ინტერესის საგნები, თუ ამას იქამდე ვმალავდი.

არ მჯერა, რომ ერთი წელი გავიდა ყველაფრიდან. ერთი ძალიან მოკლე წელი, ისევე როგორც ყველა. 365 დღემ დაიტია სიყვარული, ბევრი პრობლემა, ძველი და ახალი მეგობრები, მეტი გამოცდილება, გამოცდები, ცოტა წარმატებებიც, მეტი სწავლა და ისე რა გართობაც : )

შარშან ამ დღეს (30 მაისს) დილით გავიღვიძე და ბლოგზე მისასალმებელი პოსტი დავწერე.

ერთი დღის შემდეგ, სადღაც 11 საათისკენ კარგი ამინდი იყო. (იხ. დილის პოსტი) ვიყავი ძველ სახლში, ვუსმენდი Lena – Sattelite და ვმღეროდი. სკოლაში წავედი გვიან და გახარებული. მეცვა შავი კაბა და ბალეტკები, რომლებიც ძალიან მიყვარდა. რამდენიმე დღეში ვწერდი პოზიტიურ განწყობასა და საკუთარი თავის პოვნაზე, სხვანაირად არც შეიძლებოდა. მერე იყო ასვლა სახურავზე, პირველი რააღაცნაირი მუზა, ახალი გარემო. (ასვლა სახურავზე ანუ პატარა სამოთხე). სურვილი, რომ ფურცლებზე დაწერილი ბლოგზე გადმომეტანა და ასეც მოხდა : )

365 დღის შემდეგ ვარ შეცვლილი. ახალ სახლში, ახალ სამაგიდო კუთხესთან. სულიერი მდგომარეობით, რომელშიც არ არის სიყვარული მაგრამ არის იმედი.  ისე ძალიან აღარ მიყვარს ღამე და ქამრები. მწვანეს სიყვარული წითლის სიყვარულმა შეცვალა, მაგრამ ფოტოგრაფია ისევ მიყვარს.  წავიკითხე წიგნები და ალბათ ცოტა დავჭკვიანდი კიდეც. ვისწავლე ადამიების ფსიქოლოგია იმაზე კარგად ვიდრე ვიცოდი და დავინახე შეცდომები, დაშვებული ერთხელ ან ხშირად.

ყველაფრის გათვალისწინებით, მიხარია რომ ვარ ისეთი როგორიც ვარ და ის, ვინც ვარ : ) მაქვს ბევრი გეგმები და იდეები. ვფიქრობ მომავალზე და ბლოგზეც. მინდა რომ მომავალ წელს ამ დროს უკეთესად წერა შემეძლოს, უკეთესი ცხოვრება მქონდეს და მე თვითონ ვიყო უკეთესი. ძალიან მიყვარს აქაურობა, ამიტომ არ ვაპირებ მიტოვებას. პირიქით მინდა მეტი ადგილი დაიკავოს ბლოგმა ჩემთვის და ზოგადად. მეტი ადამიანი დააინტერესოს და მეტი მკითხველი შეიძინოს.

ესეც ჩემი პერსონაჟის მხიარული მუსიკა

და ძალიან სასიამოვნო სურათი

მისურვეთ წარმატებები : ) 

22 thoughts on “პროექტი 365

  1. გილოცავ შენი საყვარელი ბლოგის დაბადების დღეს! 🙂

    ბლოგი მართლა ისეთი რამეა, პატარა კუთხე ინტერნეტში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შენია 🙂 მითუმეტეს ასეთი ტიპის – როცა შენ აზრებს უზიარებ ჯერ ბლოგს და მერე მისი საშუალებით – მკითხველებს.

    საინტერესო მკითხველებს და პოსტებს გისურვებ, უფრო მეტს, ვიდრე პირველ წელს 🙂

    Like

    1. დიდი მადლობა 🙂 ჩემთვის ბლოგი მართლა ძალიან საყვარელი ადგილია, ამიტომ ვცდილობ მკითხველებისთვისაც სასიამოვნო იყოს აქ შემოსვლა. მეც იმედი მაქვს, რომ მომავალში უკეთესი და უკეთესი ვიქნებით 🙂

      Like

  2. გილოცააავ! შენც და შენს ბლოგსაც წარმატებებს ვუსურვებ..
    ძალიან მიყვარს აქ ,,შემოჭყიტება”,ბევრ საინტერესოს ვპოულობ…მართლაც სასიამოვნო გარემოა შენთან და შენც და საკუთარ თავსაც ვუსურვებ უფრო უკეთესი გახდეს.. 🙂 🙂

    Like

  3. dzaan momwons sheni blogi da minda rogorme dagikavshirde da mogwero patara werili da shegidzlia emaili damiwero

    Like

    1. კარგი, მაგრამ არაფერი მომსვლია 🙂 შეამოწმე სწორ მისამართზე გამომიგზავნე თუ არა.

      Like

  4. gisurveb carmatebebs :* :* da ar sheckvito cera metvitonac vcerdi, ubralod arasodes micdia gadmometana kompiutershi… vcerdi mxolod chemtvis da imistvis ro tundac 365 dgis mere camekitxa da sasiamovno gimils gadaerbina chems saxeze … shememchnia, rogor vicvlebi me da chemtan ertad rtogor icvlebian chemi miznebi da ocnebebi… gamexsenebina rogor ganvicdidi ubralo movlenebs da ramxela mnishvnelobas vanichebdi ama tu im shemtxvevas , romelic kitxvis dros ubralod sasacilodac ki momchvenebia ….

    Like

  5. არ ვიცი გვიანი არის თუ არა ამ კომენტარის დაწერა ამ პოსტზე მაგრამ მე მაინც წარმატებებს გისურვებ… ძალიან მომწონს შენი ბლოგი, კარგად გამოგდის წერა… ♥ თითქმის მეც იგივე მიზეზით მაქვს ბლოგი შექმნილი როგორც შენ. ამ პოსტის წაკითხვამ კი უფრო დამაჯერა და დამარწმუნა თუ რაში მჭირდება ჩემი ბლოგი და რა მოაქვს მას ჩემთვის :))) კარგი ხარ მარიტა.. ხშირად გსტუმრობ ))))

    Like

    1. სალომე მადლობ 🙂 გამიხარდა შენი კომენტარი. შენს ბლოგს ვინახულებ აუცილებლად… წარმატებებს გისურვებ და რაც შეეხება რამდენად კარგად გამომდის წერა, ეს ჩემი საქმეა და მიყვარს უზომოდ:)

      Like

  6. მადლობ :*:* მესიამოვნება თუ შემოივლი. შენი აზრი მაინტერესებს ხოლმე :)) :*

    Like

Leave a comment