თანამედროვე ალისას ისტორიები

ყველა ზღაპარი რეალობიდან მოდის, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი ადამიანი ბავშვობიდან.

მეზღაპრეები ცხოვრებისეული ისტორიებიდან იღებენ დეტალებს, უმატებენ ცოტა სიბრძნესა და წარმოსახვას გემოვნებით. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი ზღაპარი დიდებსაც მოწონთ, ზოგი კი ნახევრად მძინარე ბავშვებისთვისაც არ გამოდგება.

ლუის კეროლმა “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” კაიფში დაწერა. არვიცი რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია თუ ჭორი, დავიჯერე. რა გასაკვირია?! დაიღალა ლუისი, მობეზრდა ერთფეროვანი ცხოვრება, ყელში ამოუვიდა ყოველდღიური პრობლემები და გადაწყვიტა ცოტა ხნით გულით, სულით და მთელი არსებობით მიცემოდა შვებას.

ასე დაიბადნენ უცნაური ზღაპრის, უცნაური გმირები, უცნაური გარეგნობითა და ნიშნებით.

ქერათმიანი ალისა – თანამედროვე მოდელის პატამეტრებით, ძალიან დაბნეული.

კატა – ყველაზე ჰოლივუდური ღიმილით, მიმზიდველი. ზოგჯერ ცარიელი ღიმილით და გამქრალი.

თეთრი კურდღელი – ინტელიგენტი, და ყველაზე სასაცილო.

მას მერე დიდმა დრომ გაიარა, ტექნოლოგიაც განვითარდა და ცხოვრებაც წინ წავიდა.

დროსთან ერთად შეიცვალა ალისა და გარემოც, რომელსაც ძნელია უწოდო “საოცრებათა ქვეყანა”.

წარმოგიდგენთ რეალურ ისტორიებს, ალისას ცხოვრებიდან.

* * *

ალისა პატიოსანი გოგოა. დიდი ძმა ყავს და ზედმეტს ვერავინ უბედავს.

შეყვარებული არასდროს ყოლია, არც ბიჭისთვის უკოცნია. სახლში დროზე ადრე მოდის და დიდი ძმის სურვილებს ასრულებს.

ხანდახან ოცნებობს დაქალებივით თავგადასავლები გადახდეს, მაგრამ მისი ცხოვრება ერთფეროვანია. წამიერი ოცნების ადგილს მორალი იკავებს და ალისას უფროსი ძმის კულტი წარმოუდგება თვალწინ. ფიქრობს თავის მომავალ მეუღლეზე, რომელიც უეჭველად კარგი ოჯახიშვილი იქნება, მაგრამ მისთვის სულ ერთია, მთავარია იყოს.

ეშინია,  იაპონელი გოგონებივით არ დაემართოს.  არ უნდა ღმერთმა სასტიკი სასჯელი მიუვლინოს, ამიტომაც არ ემსგავსება გარყვნილ დაქალებს.

ალისა სიცოცხლის ბოლომდე უფროსი ძმის ერთგული დარჩა…

ალბათ ამიტომ, გაუთხოვარიც.

* * *

ალისა ძალიან ჭკვიანი გოგოა. ნიჭიერიცაა და არც ზარმაცი. ალბათ ამიტომ, ვერ ამართლებს პოტენციური ქართველების გენს. ძილის წინ ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით მურაკამი უყვარს. ფიქრობს, რომ ამ გზით ნათელ მომავალს უკაფავს გზას.

მაგრამ, ალისას ერთი რამ დაავიწყდა. ახლა ხომ მისნაირები არავის ჭირდება?

წლების გასვლასთან ერთად, საყვარელი ციტატებიც დაავიწყდა.ცოდნა ვერაფერში გამოიყენა.

გაუნათლებლებმა აჯობეს, ალისა კი დარჩა სახლში წიგნებთან ერთად. დროს ვერ შეეწყო და გადაწყვიტა ახალი პროფესია აერჩია.

ახალ პროფესიას გარყვინილი სახელი აქვს.

ალისა, ალისა იქნებ ნახევარი საუკუნის წინ რომ დაბადებულიყავი შენი საქმე უკეთ წასულიყო და ამითი არ გერჩინა თავი ?

* * *

ალისას სურათი “ყველაზე ლამაზებში” დევს. თან ერთი კი არა რამდენიმე.

ალისას მოდელობა ია კიწმარიშვილმა შესთავაზა.

ალისა მდიდარია. კეთილი მამიკო ყავს, რომელიც ფულს ღარიბებს ძალავს.

ალისას თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს.

ალისა ეწევა, სვამს.

ალისას 5 შეყვარებული ყავდა.

ალისა ბედნიერი იყო, ბედნიერია და ბედნიერი იქნება.

ალისას საკმარისი მიზეზები აქვს იმისთვის, რომ “ბოზად” შერაცხონ.

თვითონ ამ ყველაფერზე მხოლოდ იცინის…

* * *

ალისა “იდეალური ცოლია”. ქმარს ურეცხავს, უწმინდავს, უუთოვებს.

ასრულებს ცოლის ყველა მოვალეობას, ყველანაირი უფლების გარეშე.

აკეთებს სადილს, საუზმესა და ვახშამს. უვლის შვილებს (მთავარია რაოდენობა და არა ხარისხი).

სამეზობლოში კარგი სახელი აქვს. სამაგალითო მეუღლეა.

ალისა არ მუშაობს, ქმარი სახლიდან არ უშვებს. ალისას ადგილი სამზარეულოშია. მან დღეს პირველად გაიგო გენდერული თანასწორობის არსებობის შესახებ.

ალისას ქმარი გვიან ღამე მოდის, მთვრალი. მეოჯახე ქალს ხელს კიდებს, საწოლზე აგდებს და ცემს. ალისას ურჩევნია აიტანოს ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში : “რას იტყვის ხალხი?”

* * *

ალისა არ შეეფერება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილს. ალისა სავსებით ნორმალური ქალია, მათთან შედარებით არანორმალური აზროვნებით.

ალისას სახე ზემოთა სურათში, ზუსტად ასახავს მის სულიერ მდგომარეობას.

ალისა, ეტყობა შემთხვევთ დაიბადე საქართველოში…

9 thoughts on “თანამედროვე ალისას ისტორიები

  1. getanxmebi, es posti erti amosuntqvit wavikitxe… alisa erterti yvelaze saintereso personajia:)) me varchevdi garyvnilebas. radgan aranairi mnishvneloba ar aqvs ras ityvis xalxi mtavaria bednieri iyo

    Like

Leave a comment