ძალადობით აღტკინებული ქართველები

გუშინ ქართველმა ერთმა დააფიქსირა თავისი იდენტობა, რომელიც ძალიან შორს დგას როგორც ქრისტიანული, ისე ევროპული ღირებულებებისგან.  ძალადობა წითელ ზოლად გასდევდა 17 მაისის თბილისს  და მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ერთი დღე გავიდა, მაინც გაბრაზებული, შერცხვენილი და გაოგნებული ვარ. არვიცი, რამდენი ხანი დამჭირდება იმისთვის, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელო ცხოვრება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან განუწყვეტლივ “მოვკლათ, ჩავხოცოთ” მიტრიალებს თავში.

17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში იმართება აქციები, მანიფესტაციები, ღონისძიებები, სადაც ლიბერალური ღირებულებების მქონდე თავისუფალი ადმაიანები გმობენ სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანისთვის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. საუბედუროდ, ქართველი ერის 90 % აღმოჩნდა დისკრიმინაციის მომხრე და ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია იქცა ჰომოფობიის გამოვლინებად.

უამრავი ადამიანი შეიკრიბა რუსთაველზე, რომ გაეპროტესტებინათ “გეი პარადი”. პირველ რიგში, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ გუშინ არ ყოფილა “გეი პარადი”, არამედ იყო მშვიდობიანი აქცია.

რა იყო ჭინჭრით შეიარაღებული ადამიანების მთავარი სათქმელი, არგუმენტები და რას აპროტესტებდნენ?

მათ არ უნდათ, რომ შვილებმა დაინახონ, თუ როგორ ეხვევიან ერთმანეთს კაცები, რადგან ფიქრობენ, რომ ამგვარი ქცევის შემხვედვარე შვილები :გაპიდარასტდებიან”. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე. სექსუალური ორიენტაცია არ არის გადამდები. სექსუალური ორიენტაცია არ არის არჩევანი. როგორ წარმოგიდგენიათ ბიჭი, რომელიც მარტო იმიტო რომ უყურებს გოგოებს, გადაკეთდეს გოგოდ ან შეეცვალოს ტესტოსტერონის რაოდენობა?

ფაფახიანი ბიძა-კაცები და ახალგაზრდები უპირისპირდებოდნენ პროპაგანდას.

რა არის პროპაგანდა? 

პროპაგანდა (ლათ. propaganda, გავრცელების ქვემდებარე) — ფაქტების, არგუმენტებისა და სხვა ცნობათა სისტემატიური გავრცელება. ემსახურება საზოგადო აზრის ჩამოყალიბებას.

ძალიან დიდ განსხვავებაა საკუთარი აზრის სხვაზე თავს მოხვევასა და საკუთარი უფლებების დაცვას შორის. მითუმეტეს წარმოუდგენელია, პროპაგანდა გაუწიო ორიენტაციას. განა შესაძლებელია თავს მოახვიო ვინმეს ჰეტეროსექსუალობა? ვისაც ეს შეუძლია, დაე შეეძლოს:))

ძალიან მნიშვნელოვანია გუშინდელ დღესთან დაკავშირებით ეკლესიისს და მამაოების საკითხი. ლგბტ ადამიანების უფლებები მჭიდრო კავშირშია სამართალთან და სახელმწიფოსთან და არა ეკლესიასთან, რომელიც უშუალოდ ჩაერია ყველაფერში. საქართველომ დიდი ხანია უარი თქვა სეკულარიზმზე, მაგრამ მთლად თეოკრატიულ სახელმწიფოს თუ “ვაშენებდით” არ მეგონა.

 რა გააკეთა ეკლესიამ?

მოაწყო არამშვიდობიანი აქცია, კიდევ უფრო აგრესიულად განაწყო ისედაც გაბოროტებული ხალხი და იძალადა ადამიანებზე. რა თქმა უნდა, ბრმები აქაც იტყვიან, რომ არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ ამის საპირისპიროს მეტყველებს უხვი ვიდეო და ფოტომასალა. ხშირად, ადამიანებს არასწორად ესმით დღევანდელი სასულიერო პირების კრიტიკა და ამას პირდაპირ იღებენ ქრისტიანობის კრიტიკად. მინდა გითხრათ, რომ გუშინდელ საქციელს არაფერი ჰქონდა საერთო ქრისტიანობასთან. ქრისტიანობა გვასწავლის შემწყნარებლობას, თანასწორობას, სუსტის დაცვასა და რაც მთავარია მოყვარის სიყვარულს. ის რაც გუშინ დავინახეთ, არ შეიცავდა ზემოთნათქვამი ცნებების ერთ ნატამალსაც კი!  ჩემი ღრმა რწმენით, ღმერთთან ადამიანობა უფრო დამაკავშირებს, ვიდრე ტაბურეტკამომარჯვებული მამაო. მე არ მინდა, რომ აღსარება ჩავაბარო მამაოს, რომელიც ადამიანებს გინებით დასდევს და მოკვლით ემუქრება. შესაძლოა, ბევრს არ მოსწონდეს ჩემი შეხედულება და რელიგიაზე თავდასხმადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ დამიჯერეთ ცდებით, როდესაც რელიგიას აიგივებთ ეკლესიასთან. დღევანდელ ეკლესიასა და ქრისტიანობას შორის ძალიან დიდი კედელია აღმართული, რომელსაც ადამიანები უბრალოდ ვერ ხედავენ.

რა გააკეთა სახელმწიფომ?

სახელმწიფომ უბრალოდ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა – დაეცვა მოქალაქეების უფლებები. ლგბტ ადამიანები არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც იხდიან გაზის და დენის ფულს, აძლევენ ხმას არჩევნებში და თქვენ წარმოიდგინეთ, ტუალეტშიც კი შედიან! სახელმწიფომ ვერ დაიცვა მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ასევე მშვიდობიანი ა ქციის მოწყობის უფლება. სხვა უფლებებზე საუბარიც კი ზედმეტია. პოლიცია უნდა ყოფილიყო უფრო ორგანიზებული და ძლიერი. ფაქტობრივად, გუშინდელ დღეს დასამარდა ქართული სახელმწიფოებრიობა, რომელსაც ზემოდან გადაუარა “ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა” ბრბომ!

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოს, რომელმაც გააღვივა აგრესია და ერთ ჯგუფად შეკრა ეგზალტირებული ფაფახიანი ქართველები. პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელმაც ვერ დაიცვა ადამიანთა უფლებები და პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცალკეულ პიროვნებებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ძალადობა. იმუნიტეტით არ უნდა სარგებლობდეს არც ერთი მღვდელი, არც ერთი მინისტრი, არც ერთი მრევლის წარმომადგენელი და ა.შ რადგან სახელმწიფო, მაშინ არის სახელმწიფო, როდესაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია!

მოციქულთა 27 კანონის თანახმად:

””ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “…ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა…” (I პეტ. 2,23).”

მიუღებელია, ჩემთვის იმ ადამიანთა პოზიცია, რომლებიც გუშინ ბრბოს ნაწილს შეადგენდნენ. მართლმადიდებილები, როგორც მათ უწოდეს, ე.წ “ქართველობას” იცავენ.

რა არის “ქართველობა”?

მათი აზრით, ქართველობა არის ჰეტეროსექსუალი ორიენტაციის ადამიანების გაერთიანება. არ აქვს მნიშვნელობა შენს ეროვნებას, დაბადების ადგილს და ეთნიკურ წარმომავლობას, თუ ხარ ჰომოსექსუალი, შენ არ ხარ ქართველი. ამ მარტივი ლოგიკით, “ქართველობა” განსაკუთრებული ნიშანია, რომელიც არ ენიჭებათ ადამიანებს, რომლებიც აკრიტიკებენ სასულიერო ფენის წარმომადგენლების საქციელს და ემხრობიან თანასწორობასა და თავისუფლებას. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში არასდროს ყოფილან ჰომოსექსუალები ან თუ იყვნენ ბრძოლის ველზე არ იბრძოდნენ. არვიცი, საიდან აქვთ ინფორმაცია დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ზოგადად, ცნობილია, რომ ლგბტ ადამიანთა რაოდენობა კაცობრიობის გაჩენის დღიდან 12%ია და არ  შეცვლილა არც 21-ე საუკუნეში. ჩემთვის ქართველობა ასოცირდება ჩემი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენასთან, ეროვნული მემკვიდრეობის დაცვასთან და ჭეშმარიტი ღირებულებების შენარჩუნებასთან. ცოტა მიკვირს, როდესაც მოძალადე ადამიანები საუბრობენ ქრისტიანობაზე ან იხსენებენ ილიას ან ვაჟას სიტყვებს, რადგან ილიაც და ვაჟას, სწორედ ადამიანობასა და ადამიანის უფლებებს იცავდნენ.

როგორ უნდა ყოფილიყო ყველაფერი?

დაახლოებით ასე: ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარს ქართველი ხალხი, ამდენად ერთმანეთიც. ჩვენ ადამიანებს ვაფასებთ ღირსების და არა სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. სახელმწიფო იცავს თითოეული ადამიანის უფლება. ეკლესია კი ქადაგებს ქრისტიანობას. ვისწრაფით ევროპისკენ, ისე რომ არ ვკარგავთ თვითმყოფადობას. მსოფლიოში აღარ გვადარებენ ირანს. აღარ ვართ მოძალადეები, არამედ ვართ თავისუფალი, თანასწორი და შემწყნარებელი ერი.

18 thoughts on “ძალადობით აღტკინებული ქართველები

  1. და რა გაუკეთეს იესოს როცა მან უმაღლესი სასულიერო პირები ამხილა?

    Like

  2. თავიდან ბოლომდე გეთანხმები.. განსაკუთრებით იმაში, რომ პასუხისმგებლობა ენიჭება ეკლესიას.
    უბრალოდ ერთია, იმ წვერებიან მხეცებს, ჯვარს რომ ურტყამდნენ თავში აქციის მონაწილეებს, იგინებოდნენ და სკამებით დასდევდნენ მშვიდობიან ადამიანებს, მღვდელს და სასულიერო პირს ვერაფრით ვერ ვუწოდებ 🙂
    ჩემი აზრით ყველა დასაკითხია და უმეტესობა დასაპატიმრებელი… მეტი არ ვიცი, როგორ შეიძლება რომ გამოსწორდეს გუშინ მომხდარი.

    Like

  3. “…ეგზალტირებული ფაფახიანი ქართველები…”…..
    მგონი, “ფაფახოფობიაც” ისეთივე ფობიაა, როგორიც ჰომოფობია….
    ჰომოსექსუალიზმი ისეთივე დაავადებაა, როგორიც კიბო. ალბათ, კიბოსავით ძნელად იკურნება, არა? ან იკურნება საერთოდ? გულწრფელად ვწუხვარ…მაგრამ ჩემდა თავად, მიუხედავად იმისა, რომ LGBT
    ადამიანები ჩემში ზიზღს იწვევენ, არასრდროს გამოვეკიდები მათ ან ჭინჭრით დასასუსხად ან ქვით თავის გასაჩეჩქვად…
    არ შეიძლება სექსუალური გადახრების გამართლება იმით, რომ ჰომოფობია ცუდია, თუმცაღა, ჰომოფობია ცუდია. საკითხებს, ცნებებსა და მცნებებს ერთმანეთში ნუ ურევთ !
    კიბოს კი შევადარე, მაგრამ სექსუალური დაავადებები გაცილებით მძიმე და სამწუხაროა, ვიდრე მუტანტი უჯრედების შეჯგუფება.
    17 მაისის აქციის მონაწილეები ჯიუტად კითხულობენ, რატომაა ჰომოსექსუალობა დაავადებაო და ჩემთვის სწორედ ეს კითხვაა ამაზრზენი , თორემ, ნებისმიერი მოსაზრებისა და მისწაფებების მქონე ადამიანის შევიწროვება ცოდვაა, თუმცა გააჩნია, რამდენად სცემს პატივს ეს უკანასკნელი სხვათა უფლებებსა და ინტერესებს.
    ქალი მამაკაცისთვისაა შექმნილი, მამაკაცი კი — ქალისთვის! ჰომოსექსუალიზმი სიმახინჯეა, ისეთივე, როგორიც იქნებოდა ზვიგენის ცხვირი ქალის სახეზე.
    თუმცა, თუ ქალები და მამაკაცები ერთმანეთს აღარ მივიზიდავთ, ეგებ გამრავლებაც შეწყდეს და გადავშენდეთ ბოლოს და ბოლოს ადამის ჩამომავლები…მე ეს მაწყობს, თურმე, საკუთარ თავს ვებრძვი!…

    Like

    1. კაცობრიობის გაჩენიდან მოსახლეობის 12 პროცენტი არის ჰომოსექსუალი. რატომ გაქვთ შიში, რომ გადავშენდებით? რა გაძლევთ ამის საფუძველს? ჰომოსექსუალების არსებობა რომ დავმალოთ ან ისინი მოვკლათ, თქვენი აზრით ეს გადაშენების საფრთხეს აგვაცილებს? სამწუხაროა, რომ თქვენ ადამიანები გაღიზიანებთ მათი ორიენტაციის გამო. ორიენტაცია თუ ავადმყოფობაა, როგორ წარმოგიდგენიათ მისი განკურნება?

      Like

      1. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ განიკურნება, მაგრამ ვიცი, რომ დაავადებაა. ღმერთო ჩემო, რატომ უნდა გქონდეს მიდრეკილება იენტური სქესისკენ, როცა შენი ორგანიზმის მოწყობილობა აბსოლუტურად შეესატყვისება საწინააღმდეგო სქესისას ? და თქვენ ამბობთ, რომ ეს დაავადება არ არის? დიახ, განუკურნებელია, მაგრამ განუკურნებელი დაავადებები რა არ არსებობს ?! დიახ, ჰომოსექსუალიზმი არის რაღაც ჩიხი, სადაც დაბორიალობს ადამიანი. ნუ დაარქმევთ ამას ჩვეულებრივ მოვლენას და რაც მეტად უარესია, ნუ გაამართლებთ ფუჭ რამეებს თავიანთი ნორმალურობით და ჩვეულებრივობით, რადგანაც ძალადობაც სრულიად ნორმალური, ჩვეულებრივი, მოსალოდნელი და ბუნებრივი მოვლენაა…მე მაწყობ, რომ მამათმავლებით ავივსოთ, რადგანაც ასე გამრავლება შეწყდება და ადამიანების გადაშენება დაიწყება—ვაშა! უბრალოდ, ვცდილობ, ყველაფერს საკუთარი სახელი ვუწოდო.

        Like

      2. გასაგებია თქვენი აზრი, მაგრამ ძალადობას ნამდვილად ვერ დავარქმევ მიუღებელსა და ჩვეულებრივ მოვლენას.

        Like

      3. ჩვეულებრივი მოვლენა ის არის, რომელიც ხშირად ხდება და არავის არ უკვირს, რომელიც მოსალოდნელი და ლოგიკურია, ამიტომაცაა ძალადობა ჩვეულებრივი, თუმცა, ეს არ გამოდგება ძალადობის გასამართლებლად…

        Like

      4. თქვენობით ნუ მელაპარაკები— ერთი ადამიანი ვარ, თანაც მხოლოდ 18 წლის…

        Like

      5. ხოდა, ის თორმეტი პროცენტიც კი კარგა დიდი საზიზღრობაა!
        პროცესი, როცა კაცი კაცს “ხმარობს” (ბოდიშს არ მოვიხდი, რადგანაც შესაფერისი ტერმინია) “მსოფლიო- გადახრილ” საზიზღრობებს შორის ერთ-ერთია; იგივე შემიძლია ვთქვა ლესბოსელებზეც…

        Like

  4. marita me ufro mcxvenia imis, rom wina dges qashvetshi dasvenebul qartvel vajkacebs dastiroda mteli saqartvelo da meore dges vigac garyvinlma zenagavma sazogadoebam moindoma aqciis gamartva . mag feradad xalshi titoeuli upatrono da garyvnili .myavs gay megobari romelic asetad aris dabadebuli, magram mas ar aqvs pretenzia tavisi avadmyofoba tavs moaxvios . is migebullia garkveul sazogadoebashi da ase cxovrobs ar acuxebs aravis tavisi ARAnormalurobit . da eseni damijere ar arian avadmyofebi eseni arian garyvnilebi !!!

    Like

    1. საზოგადოება, რომელიც ჰომოფობიას ებრძვის გარყვნილია? ჩემი აზრით შენი მეგობარი მისაღები უნდა იყოს არა გარკვეული საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ქართველი საზოგადოებისთვის. მე ასე მჯერა, რომ ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები აქვს, გამოავლინოს საკუთარი ფიზიკური, ინტელექტუალური და სხვა შესაძლებლობები. გასაგებია, რომ თქვენ ამას არ ეთანხმებით.

      Like

  5. ჰომოსექსუალების ზიზღის გამო,ძალადობას ნუ ამართლებთ.ის ფაქტი,რომ აქცია დაემთხვა ცუდ დროს ( ავღანეთიდან ჩამოსვენებული ჯარისკაცების პანაშვიდს) არ გაძლევთ უფლებას,რომ გაამართლოთ/მოიწონოთ/მხარი დაუჭიროთ იმ ქმედებას,რაც განხორციელდა სხვა ადამიანების მიმართ.
    მე მრცხვენია.მე არ მინდა ჩემი რელიგიის სახელით,რომელიც ქადაგებს ჰუმანურობასა და სიყვარულს,ძალადობდნენ საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე.

    პ.ს ავადმყოფობა შეიძლება განიკურნოს,მაგრამ აზროვნებას რა ეშველება?

    Like

  6. ვიცი ჩემი აზრი არა პროგრესული და შავბნელი შუასაუკუნეების გადმონაშთს გავს მაგრამ არ მიმაჩნია სწორად გეების პარადი და მომკალით რა :)) რო ამბობენ ჰომოფობებიო და ისაო და ესაო, ბევრმა ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იცის, როგორც ყველა ფობია, ჰომოფობიაც ნიშნავს შიშს, ამ შემთხვევაში გეებისადმი შიშს რაც არანაირად არ შეესატყვისება იმ განწყობას რაც უმეტესობას გვაქვს. და მეორე საკითხი: რატომ უნდა რიგითი საქართველოში დაბადებულ გაზრდილი ადამიანი ნორმალურ მოვლენად როცა თბილისის ცენტრში წმინდა ტაძრების წინ რეკლამირება გაუწიონ ერთ-ერთ მომაკვდინებელ ცოდვას ქრისტიანულ რელიგიაში? დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი ამ საკითხზე. ვინმე შეეწინააღმდეგება სადმე სხვაგან რო შეიკრიბონ? არავინ! მაგრამ არა მაინდამაინც რელიგიაში უნდა ჩაგაფურთხონ, და შეურაცყოფა მოგაყენონ, ხო და ბატონო კი აჩვენეს როგორ უნდა შეურაცყობის მიყენება.
    შეიძლება მართალი იყოთ იმაში რომ ვთქვათ ზოგ ზოგიერთ მღვდელს ხელი არ უნდა აეწია (ამაზეც შეიძლება კამათი) მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველა მღვდელს შეურაწყოფა მიაყენოთ და ერთ ქვაბში მოხარშოთ.

    Like

  7. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ პოსტმა ჩემზე)))და საერთოდ შენი ბლოგი ძალიან მიყვარს!))))

    Like

  8. ჩემი ასაკისდა მიუხედავად რამდენიმე წლის წინ არაერთხელ გავმხდარვარ იმის მოწმე, თუ რამდენად გახსნილი, მეგობრული და მშვიდობიანი ვართ ქართველი ერი (განსაკუთრებით დზდზ რელიგიური ხალხი). მთელი ამ წლის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება მქონდა შექმნილი, თითქოს ბოლო პერიოდში გამოვსწორდით და, მეტნაკლებად მაინც, პროგრესი განვიცადეთ ამ ასპექტებში. მაგრამ ამ მანიფეტმა გამინადგურა ის პოზიტიური განწყობა რაც თანამემამულეთა მიმართ მიყალიბდებოდა წლების მანძილზე -_- არა რა, მაინც არასოდეს არაფერი გვეშველება რაც არ უნდა “წინ წავიდეთ” და “გავევროპულდეთ”.. რა ჩემ ფეხებში გამოიხატება ჩვენი ევოლუცია, როდესაც ქვის ხანის დროინდელი ხალხივით ვიქცევით და ყველაფერ ახალს აგრესიით ვუდგებით და ვქოლავთ?

    Like

  9. am komentareebs rom vkitxuuloobdi mrdznoba gamichnda imis room aq adamianeebii araa orii ertmanetze gabrazebuli gadakideebuuli azrii boboqroobss

    Like

Leave a comment