“გაიქეცი, ბაჭია”გაიქეცი

runrabbitrun

წიგნების მაღაზიის დახლთან ვიდექი და უკვე წასვლას ვაპირებდი რომ 0.50 ცენტად ჯონ აპდაიკის 1967 წელს გამოცემულ წიგნს გადავეყარე. ძველი წიგნების დანახვაზე ერთი ჩვევა მაქვს. ყოველთვის ვითვლი ჩემ დაბადებამდე რამდენი წლით ადრე გამოიცა ეს წიგნი და მერე კიდევ ერთხელ გამიელვებს ხოლმე აზრი, თუ როგორ საინტერესოდ ცხოვრობდა, იცხოვრებს და იცხოვრებდა სამყარო ჩემ გარეშე. მაგრამ ვინაიდან შემთხვევითობის წყალობით წიგნის მაღაზიას “დაბადებული” მივადექი, გაყვითლებული ამერიკული ბესტსელერი კარგად გადავათვალიერე. ავტორი მეცნობოდა, კურდღელზე რაც რამეა ფილმიდან დაწყებული ყველაფერი მიყვარდა, “ნიუ-იორკერის” რივიუები როგორც ყოველთვის რაღაც კარგს მამცნობდნენ, ბევრი მინდა-არმინდას ფიქრი მეზარებოდა, ამიტომაც ჩემ “ბღუჯა” წიგნებს აპდაიკიც მივაყოლე. სხვა წიგნებისგან განსხვავებით რაც ოკეანის მეორე მხარიდან სახლში ჩამოვზიდე აპდაიკი ყველაზე ჩვეულებრივი წიგნი იყო, არც იქით რომაა და არც აქეთ, ამიტომ ჰარი ანგსტრომის ისტორიაც გვიან გავიგე.

ალბათ გამონაკლისი არ ვიქნები თუ ვიტყვი რომ წიგნები ხშირად ემთხვევა ხოლმე ჩემი ცხოვრების ეტაპებს. მაინცდამაინც ისეთი წიგნი ჩაგივარდება ხელში, რომელსაც იმ დროს შენი რომელიღაც ჩამოუყალიბებელი, დაბნეული და გაფანტული ნაწილი ეძებდა.

“ბაჭია გაიქეცი” ჰარი ანგსტრომის, წიგნის მთავარი გმირის გაქცევაზეა არსაიდან და არსაით. ჰარის წასვლა ნამდვილი გაქცევაა, როცა იმის ნაცვლად რომ დაჯდე, მოიფიქრო, მეგობრები გააფრთხილო, ბილეთები იყიდო, გეგმა დაწერო და ა.შ უბრალოდ ადგები, სახლს დატოვებ, მანქანაში ჩაჯდები, გაიქცევი და მერე დაიწყებ ფიქრს, როდესაც სადღაც ვირჯინიაში ხარ და ბენზინი გითავდება. უკან დატოვებული ყოველდღიურობა, ორსული ცოლი და მისი დამახინჯებული სხეული, პასუხისმგებლობა რომელიც ჯერ არ დაბადებულა. ყველაზე კარგი ამ წიგნში ისაა, რომ არაფერია რომანტიზებული, ყველაფერი ძალიან ბუნებრივია, მათ შორის ისიც, რომ გაქცეული ჰარი უკან ბრუნდება, ისევ გარბის, ისევ სადღაც ბრუნდება და ასე უსასრულოდ. ყოველთვის ასე ხდება როდესაც შენი თავისგან გარბიხარ, რადგან იმ საშინელი სიზმარივით სირბილის სურვილის მიუხედავად მაინც შეუძლებელია რეალურად გაიქცე.

“ბაჭია გაიქეცის” რივიუებს ვკითხულობდი და ძირითადად წერდნენ იმაზე, თუ როგორ სძულთ ჰარი და როგორც ეზიზღებათ თითქმის ყველა პერსონაჟი. ზოგი იმასაც წერდა რომ ჰარის ეგოიზმის გადამეტებულობის გამო გული აერიათ და წიგნი ვეღარ წაიკითხეს და რომ ჯონ აპდაიკი ერთი გამო**ევებული ამერიკელი მწერალია. არადა გაუგებარია, რას ერჩის ხალხი ჯონ აპდაიკს, როდესაც ყველა სიბინძურე, ინსტინქტი და სისუსტე რაც წიგნშია აღწერილი ძალიან ადამიანური მეჩვენა. ალბათ უბრალოდ სხვა ადამიანების მიმართ წაყენებული ჩვენივე მოთხოვნები გვაღიზიანებს, რომლებიც უბრალოდ ვერ სრულდება, რადგან ხშირად ყველა აღმოაჩენს საკუთარ თავში ჰარი ანგსტრომს, რომელმაც არ იცის სად წავიდეს, რა აკეთოს და უბრალოდ რა უნდა ცხოვრებაში.

შეიძლება უბრალოდ განწყობის ბრალია და სხვა შემთხვევაში მეც გავრბაზებულიყავი გმირზე, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი. რამდენჯერაც რაღაც საშინლად ცუდი მოხდებოდა მის თავს, ისეთი რომლის გამოც სირცხვილით უნდა დამწვარიყო ან მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობით დატანჯულიყო, ვფიქრობდი, რომ მის ადგილზე თავს მოვიკლავდი და მაგ ამბებით დამძიმებული, შეწუხებული უბრალოდ ვეღარ გავაგრძელებდი ცხოვრებას. მაგრამ ჰარი ყველაზე ბოლო ადამიანია მთელ წიგნში, რომელიც საკუთარი შეცდომების გამო თავს მოიკლავს, რადგან ყველაფერი რაც მის თავს ხდება, ყველაზე მეტად მის ცოლს, პატარა შვილს, მშობლებს და მეზობელ მღვდელს აწუხებთ. ჰარი უბრალოდ დინებას მიჰყვება, მომენტებში ჩვეულებრივ გზაზე დაბრუნებას და “გამოსწორებას” ცდილობს, მაგრამ ეს ცდაც თავიდანვე განწირულია, რადგან მის მიღმა ისევ გარშემომყოფების ტანჯვა და ტრაგედია იმალება და არა თვითონ ჰარის სურვილი, რომ რამე შეიცვალოს.

გაყვითლებული წიგნის თითქმის ყველა პერსონაჟი იმდენად რეალურია, რომ გგონია ხვალ რიგითი გამვლელის ფრაზაში აპდაიკის რომელიმე აბზაცს იპოვი და გაგეღიმება. ალბათ ყველაზე კარგიც ესაა წიგნებში, იმდენად კარგად გაიცნო პერსონაჟები, რომ მათ ადგილზე თავის წარმოდგენა შეგეძლოს და ხანდახან დაგავიწყდეს კიდეც, მხოლოდ წიგნებში ცხოვრობენ ეს ადამიანები თუ შენ გარშემოც.

Advertisements

4 responses to ““გაიქეცი, ბაჭია”გაიქეცი

  1. ქართულ ენაზე არის? შეცდომაა ყველა წიგნს და გმირს მხატვრული ესთეტით მიუდგე, ანტიგმირს თუ ვერ უთანაგრძნობ ხო შეიძლება გაინტერესებდეს მაინც, მარტოობის ასი წელიწადი რომ წავიკითხე და შემდეგ ვისმენდი სხვების უარყოფით აზრს მაშინ მივხვდი რომ წიგნი არაა ყველასთვის.

    Like

    • მე ინგლისური ვერსია მაქვს, მაგრამ როგორც მახსოვს არის ქართულადაც ნათარგმნი. მედიათეკაში შემხვდა ადრე რომელიღაც სერიაში შედიოდა წიგნების 🙂 კი, გეთანხმები, ზუსტად ეგ განცდა მქონდა მეც. პირიქით, ყველა პერსონაჟის ადგილას რომ შეგიძლია იგრძნო თავი და იმათი გადმოსახედიდან შეხედო სამყაროს, ეგ არის საინტერესო

      Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s