პატარა სამოთხე

ბავშვობაში მინდოდა ისეთი სახლი მქონოდა, რომელიც ყველასგან მოშორებით იქნებოდა. სადმე ხის ტოტებზე ჩამოკიდებული ან ჰაერში გამოკიდული. მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე მივხვდი რომ ამ ოცნებას ფრთებს ვერ შევასხამდი, რეალურად დავიწყე ფიქრი და ოცნებაც შევწყვიტე… მხოლოდ სურათებით ვიკმაყოფილებდი თავს, მაგრამ სადღაც გულში მაინც მინდოდა მიყრუებული ადგილი მქონოდა, მარტო ჩემი, რომელიც არავის ეცოდინებოდა…

ბოლო დროს იმდენი რამე ხდებოდა ჩემს თავს, რეალობას შევეჭიდე და ოცნებაც გადამავიწყდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მყავდა გარშემო ადამიანები ვისაც ვუყვარდი, მაფასებდნენ და ვისთან ერთადაც დაუვიწყარ დროს ვატარებდი. არვიცი რატომ, მაგრამ შუადღეს უნებურად დავდექი ცუდ ხასიათზე… იცით როგორზე? არაფრის სურვილი რომ არ გაქვს… მე, ადამიანი რომელიც ცუდათ მარტო ძალიან ახლობლებს უნახავთ და ისიც იშვიათად ხმას არ იღებდა დიდი დროის მანძილზე. მეკითხებოდნენ რა გჭირსო, მეც დაუფიქრებლად ვპასუხობდი იმას რაც პირველი მომივიდოდა თავში… როცა ცუდათ ვარ თანაც ასე ცუდათ, ძნელია ვინმემ შეძლოს ამგვარი რამე. მხოლოდ ჩემ თავთან დარჩენა მშველის ხოლმე…

ხოდა , მეც გადავწყვიტე რომ წავსულიყავი სადმე მარტო, და დიდი პაუზის შემდეგ ჩემს თავს გავსაუბრებოდი, მასთან დავრჩენილიყავი და უბრალოდ მეფიქრა, მე ხომ ასე ძალიან მიყვარს ფიქრი…

ხელში ჩანთა მოვიმარჯვე, კიბეებზე სწრაფი ნაბიჯებით ჩავედი და წავედი, ოღონდ საით მეც არვიცი. ჯერ ჩემი ქუჩა გავიარე , მერე საპირისპირო და რამდენიმე წუთის შემდეგ საოცარი იდეა დამებადა. ძნელია უწოდო ამას – საოცარი. მაგრამ მე ვუწოდე 🙂 და გადავწყვიტე ავსულიყავი სულ სულ ზევით. მაღლა და მაღლა… არა არ იფიქროთ რომ თავის მოკვლა მინდოდა 🙂 სახურავზე ავედი და “სასუსნავებიც” ავიტანე… იცით რა ბედნიერი ვიყავი? პირველად ვიგრძენი მარტოობისგან ასეთი შეგრძნება. აქამდე მარტოობა მეზიზღებოდა, გუშინ კი შემიყვარდა. ის ჩემი მეგობარი გახდა. არ მიღალატა, არც მაწყენინა… მივხვდი რომ სულ ჩემთან იქნება, მაშინაც კი როცა მარტო ვარ 🙂

საბედნიეროდ, დღიური ჩანტაში მედო, ხოდა ნახევარი თბილისის ფონზე, გადავწყვიტე მთელი ჩემი ფიქრები და ემოციები ფურცლებზე გადმომეღო… ოჰ, რა ძნელია იმდენი რამის ფურცელზე გადმოტანა, რაც ჩემ გულშია 🙂 მაგრამ ნაწილობრივ შევძლი კიდეც:) შეუძლებელია იჯდე სახურავზე მარტო, როცა ოდნავ ზევით მერცხლები დაფრინავენ, უკან და გარშემო თბილისი ჩანს, წინ კი მთებია და ერთადერთი კორპუსი საიდანაც ვიღაც გოგონა ბუშტებს უშვებს 🙂 ასეთ დროს ისიც შეუძლებელია, მუზა არ მოგივიდეს ან იმაზე დაფიქრდე რაზეც აქამდე არ დფიქრებულხარ 🙂

ვფიქრობდი ჩემთვის, უანგაროდ, შეყვარებული, მარტო და სახურავზე 🙂 ვფიქრობდი ყველაფერზე რაზეც კი შეიძლება იფიქრო და იმაზეც კი რაზეც არ შეიძლება. ვაკეთებდი იმას რაც მინდოდა, ქვევით კი ამას ვერ ვახერხებ. ვყვიროდი იმას რაც მინდოდა, ქვევით კი ამას ვერ ვახერხებ… და ყველაზე მნიშვნელოვანი, ვიყავი ბოლომდე “მე” ქვევით კი ამას ვერც მე და ვერც ვერავინ ვერ ახერხებს…

მე ვიპოვე ჩემი პატარა სამოთხე, თქვენ?

11 thoughts on “პატარა სამოთხე

  1. აუ სახლი ხის ტოტებზე ჩემთვისაც იყო აუხდენელი ოცნება,ხანდახან ახლაც კი ვნატრობ ხოლმე,მაგრამ უფრო ალბათ შენსავით მეც მარტოობას ვნატრობ.. 🙂
    დღიურის წერა მეც მიყვარს,თანაც ძალიან.. ❤

    Like

  2. მე დღიური ბლოგის გაკეთების გამო მივატოვე… მერე ამოვხიე ფურცლები და ეხლა აღარ არსებობს…
    მე ბევრჯერ მიოცნებია მარტო დარჩენაზე.. სახურავზეც ბევრჯერ მდომებია ასვლა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემ კორპუსს საშინელი სახურავი აქვს და თან გასარებიც არ მაქვს სახლში.. ხო და ასე ვრჩებოდი ოჯახთან ერთად სახლში..
    განსაკუთრებით მაშინ მინდოდა მარტო დარჩენა.. ბაჩის დროს.. (არ უნდა შემეხსენებინა მაგრამ რავიცი.. დავწერე…)

    პ.ს. რამდენი დამიწერიაა.. ამას ჯობდა პოსტი დამეწერაა :))

    Like

    1. მე კიდე ერთი თვეა დაახლოებით რაც დღიურის კეთება დავიწყე, უფრო სწორედ დიდი ხანი არ ვწერდი არაფერს და მერე ერთიანად დავიწყე ყველაფრის წერა… რო ვწერ ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე , ბოლომდე ვიხარჯები. ჯერ დღიურში რავწერე რამდენიმე “მონახაზივით” და მერე ბლოგზე გადმოვიტანე. ისე კარგია, დღიური მაინც ვერ შეცვლის ბლოგს. ორივეს სხვადასხვა დანიშნულება აქვს ჩემთვის. ერთი დღიური მაინც აიღე. პატარა და სულ გეგდოს ჩანთაში. რამის დაწერა რომ მოგინდება დაწერე, ეგ მეთოდი ძალიან ამართლებს.

      ხოდა,რაც შეეხება სახურავს… ძალიან ბევრი სახურავია, უბრალოდ მოძებნა უნდა. ან შეგიძლია სულ სხვა ადგილი “აიღო”. უბრალოდ ისეთი რომელშიც იგრძნობ რომ მარტო შენია და გათავისუფლდები… ადრე ერთი ადგილი მიყვარდა ეგეთი, სუ ხეები იყო და სკამები არავინ არ იყო ხოლმე და მერე ის სკამები აიღეს. ეხლა სახურავი მაქვს ეგრე, თან ეს სახურავი მარტო “ჩემია” 🙂 კიდე უნდა ავიდე ერთი, მაგ სახურავმა რარაც ძალიან ბევრი კარგი რამე მომიტანა 🙂

      Like

      1. პატარა ფურცლები სულ ჩანთაში მაქვს, მაგრამ თუ დამრჩა მობილურში ვინიშნავ 🙂

        Like

  3. me yoveltvis mqonda saxli xeze. me da chems megobrebs gvqonda sadac mteli zafxuli viyavit shignit da vtamashobdit:)
    patara saxli xeze nachrebit dafaruli.
    au rogor miyvarda ase tamashi.

    me roca saxuravze avdivar da (arc tu ise xshirad vaketeb amas) sul michndeba grdznoba.
    iqedam me yvelaze magali var . yvela chems problemas zemodan davcqeri. da roca amisgan vgrdznob sxvaobas maocebs, mavsebs 🙂

    me vgijdebi martoobaze. shemidzlia mteli dgeebi marto davrche saxlshi. da sulac ar viyo marto.
    vgijdebi roca rachashi mivdivar da mtlianad vcildebi xalxs garemos mdzime haers.
    iq viwyeb sicocxles tavidan.

    Like

    1. პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი კომენტარისთვის 🙂 სახურავი მართლა რაღაც ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ადგილია. ყველაფერი სხვანაირად ჩანს და ცხოვრებას სხვა თვალით უყურებ. მეც მიყვარს მარტოობა, მაგრამ დიდი ხნით არა 🙂 წარმატებებს გისურვებ

      Like

Leave a comment