ცოტა ბედნიერება

მერე რა, რომ გარეთ წვიმს. მერე რა, რომ 15 წუთში გარეთ უნდა გავიდე ქოლგის გარეშე. ორივე ძალიან მომწონს. არ მიყვარს სიცხე და მიხარია, რომ აგრილდება. ანუ სულ პატარა მიზეზი მაქვს იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო. ადამიანებს კი მოგეხსენებათ წვრილმანები უფრო აბედნიერებთ, ვიდრე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები. შარშან ერთი წიგნი წავიკითხე, სახელად “პარიზული ჩანაწერები” (იხ. პოსტი შეჩერდი წამო,Continue reading “ცოტა ბედნიერება”

ძიების პროცესი ადამიანში

ძალიან საინტერესოა იმ მოვლენების ახსნა და შესწავლა რაც ადამიანის შიგნით მიმდინარეობს. განსაკუთრებით მაშინ როცა ყველა სულიერი პროცესი საკუთარ თავში ხდება და შენ ერთდროულად ექსპერიმენტის საგანიც ხარ და შედეგების გამომკვლევიც. იმ მცირე გამოცდილებამ რაც გამაჩნია ერთი რამ მასწავლა. ადამიანი მაშინაა ყველაზე ბედნიერი როცა საკუთარ თავს იპოვის, ყველაზე უბედური კი მაშინ როცა – კარგავს. საკუთარი თავის დაკარგვაContinue reading “ძიების პროცესი ადამიანში”

დაბნეულად გამოზაფხულდა

როცა ლურჯმა ცამ წვრილი თვალები გაახილა, ნამძნარევი ღიმილით დაგვიწყო ყურება. მიხვდა, რომ მობეზრდა ერთფეროვნება, ბურუსში ყოფნა და სიცივით გაჟღენთილი ჰაერი. გამოზაფხულდა… თეთრი ფარფატა ღრუბლები ჩვენს თავზე მოექცნენ და ცის კიდიდან გვახარეს იმედიანი სითბო. მე კი, თეთრ კაბაში გამოწყობილი პრინცესა, მთის წვერზე მოვკალათდი, ლამაზ სუნიანი ბაფთა მოვირგე და წერას შევუდექი. სახეზე ნაზი ნიავი მელამუნებოდა და უჩვეულოდContinue reading “დაბნეულად გამოზაფხულდა”

Before I Die

ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე. ზოგს არ აქვს საკმარისი ძალა, რომ სახურავიდან გადმოხტეს, ზოგს კი ვინც თავს იკლავს ბოლო მომენტში, მაინც ენატრება სიცოცხლე და იმ საჩუქრის დაბრუნებას ითხოვს რომლის დასრულებაც ცოტა ხნის წინ საკუთარი ნებით ისურვა. ეს საჩუქარი სიცოცხლეა და ჩვენ ადამიანები ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ და მივიღოთ ის რაც გვინდა.Continue reading “Before I Die”

ახალი ეტაპი

ჩემს ცხოვრებას ეტაპებად ვყოფ. ეს შეიძლება არც იყოს კარგი, მაგრამ ასეა. ყოველთვის როცა რამეს ვიხსენებ, თვალწინ წარმომიდგება ის პერიოდი. შეიძლება ძველ მოგონებას ძველებური განცდა მოყვეს ან ემოცია , მერე კი გამახსენდეს რომ ის ყველაფერი დამთავრდა. ჩემს ცხოვრებაში სხვა, ახალი ეტაპი დაიწყო, და ასე დაუსრულებლად… მართლაც, ყველაფერი მთავრდება როდესმე და ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი. თუმცა არისContinue reading “ახალი ეტაპი”